პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლეს საბჭოში ბოიკოტი შეწყვიტა - ამის შესახებ პარტიის წევრმა, ჯემალ ანანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ანანიძემ აღნიშნა, პარტია იწყებს აქტიურ ჩართულობას ყველა საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოში.
მისივე თქმით, ოპოზიციის პოლიტიკური პროცესებიდან გაქრობამ ხალხი დაუცველი დატოვა. ანანიძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს ტრიბუნის გამოყენებაზე უარის თქმა შეცდომა და დანაშაულია ქვეყნის წინაშე.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე