Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნა

21 ოქტომბერი 2025, 14:51 162 ნახვა

6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით საქართველოში კომპანია Eagle Hills-ი შემოდის. დღეს კომპანიის ოფისის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და კომპანიის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება ქვეყნისთვის უდიდესი ნდობის გამოცხადებაა. 

ირაკლი კობახიძის თქმით,  Eagle Hills-ის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება და ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება.

პროექტის მასშტაბი შთამბეჭდავია, საუბარია სრულიად ახალი, თანამედროვე ურბანული ეკოსისტემების შექმნაზე - აცხადებს კობახიძე. 

აღნიშნული პროექტით თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე, ახალი მწვანე ქალაქი  აშენდება - საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, შეიქმნება ახალი კურორტი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე