ხაზარაძე- ჯაფარიძის გირაოს საკითხი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

10 ნოემბერი 2025, 14:52 126 ნახვა

ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მილიონ-მილიონი ლარის გირაოს შეფარდების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. არჩილ ჭავჭანიძის განცხადებით, მათ სასამართლოში საჩივარი „ფორმალურად“ შეიტანეს, რათა სტრასბურგის სასამართლოში სადავოდ „ყველა საშუალება ამოწურონ“.

ცნობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. გირაოს გადახდის ვადად კი 30 დღე განესაზღვრათ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე