თელ-ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

09 ნოემბერი 2025, 10:09 114 ნახვა

თელ-ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა, კვლავ, მძევლების ცხედრების დაბრუნებაა.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები, რომლებზეც იმ მძევლების სურათები იყო გამოსახული, რომელთა ცხედრებიც ჯერ ისევ ღაზის სექტორშია.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ცოცხალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ, „ჰამასს“ ისრაელისთვის 28 მძევლის ცხედარი უნდა გადაეცა. გადასაცემი რჩება კიდევ 5 ცხედარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე