ირაკლი კობახიძის გამოხმაურება ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკაზე

21 ოქტომბერი 2025, 15:18 152 ნახვა

მოქმედი პრემიერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ასევე გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის სახლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

კითხვაზე „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ კონკრეტულად რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ ინფორმაციის გაცემის უფლება მას არ აქვს, რადგან ეს მხოლოდ შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა.

„მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის გავრცელება. მე არ მაქვს ამის უფლება. მე არ მინდა ამ საკითხებში შევიდე. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიებაზე ინფორმაციის გავრცელება არის მხოლოდ შესაბამისი უწყებების კომპეტენცია. მე კითხვები მქონდა, დავსვი და მივიღე პასუხები. მე მაქვს პასუხები, მაგრამ თქვენ ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ გამოძიებას უნდა კითხოთ. გამოძიებამ უნდა გაგცეთ ყველაფერზე პასუხი, მე უფლება არ მაქვს. პასუხი მაქვს, მაგრამ არა თქვენთვის. ყველაფერი ვიცი“, - განაცხადა კობახიძემ.

 
 
ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე