ინდოეთში მედიკოსები კოლეგის მკვლელობის გამო გაიფცნენ

19 აგვისტო 2024, 14:57 223 ნახვა

ინდოეთში ჯანდაცვის მუშაკებმა უარი თქვეს გაფიცვის დასრულებაზე. მილიონზე მეტი მედიკოსი  მათი კოლეგის  გაუპატიურებისა და მკვლელობის გამო იფიცება, მთელ ინდოეთში შეფერხებულია საავადმყოფოების მუშაობა.  საყოველთაო პროტესტი უსაფრთხო სამუშაო ადგილისა და  სისხლის სამართლის საქმის სწრაფი  გამოძიების მოთხოვნით ერთი კვირის წინ დაიწყო.  31 წლის ექიმი ქალი 9 აგვისტოს  ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე  ქალაქ კოლკატას საავადმყოფოში, სადაც ის სტაჟიორად მუშაობდა, გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს. 

დამნაშავე დაკავებულია. აქტივისტი  ქალები ამბობენ, რომ მკაცრი კანონების მიუხედავად, რომლებიც 2012 წელს ნიუ დელიში მოძრავ ავტობუსში 23 წლის სტუდენტი გოგონას ჯგუფური გაუპატიურებისა და მკვლელობის შემდეგ შემოიღეს,  ინდოეთში ქალები  სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ისევ ხდებიან. მთავრობამ ექიმებს მოუწოდა, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, სანამ შეიქმნება სპეციალური  კომისია, რომელიც ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულების  დაცვის გაძლიერების ზომებს  შეიმუშავებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში