რუსეთში ნავთობქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა

19 აგვისტო 2024, 14:54 327 ნახვა

რუსეთის ბაშკირეთის რეგიონში სტერლი ტამაკის ნავთობქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შემდეგ  გაჩენილმა ხანძარმა საწვავის მილსადენი დააზიანა. დაშავებულია სამი ადამიანი- აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.  ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ინციდენტი. ქარხანა, რომელიც მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთით  1 500 კილომეტრის მოშორებით,   საწვავისა და საავიაციო ნავთისთვის  მაღალი ოქტანის დანამატებს აწარმოებს. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“, ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, წერს, რომ ქარხანაში წარმოება ხანძრის მიუხედავად გრძელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი