თელ-ავივში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

19 აგვისტო 2024, 11:57 332 ნახვა

ისრაელის პოლიცია თელ-ავივში კვირას მომხდარ აფეთქებას იძიებს, რომელმაც ერთი ადამიანი იმსხვერპლა-განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა, რომელიც ვარუდობს, რომ ინციდენტი შესაძლოა ტერორისტულ აქტს ან კრიმინალურ გარჩევას უკავშირდებოდეს. რაც შეეხება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისრაელი აცხადებს, რომ მისი მიღწევის შანსები არც ისე მაღალია.

ნეთანიაჰუ პესიმისტურად არის განწყობილი. თელ ავივში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავიდა, რომელიც დღეს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ბლინკენის თქმით, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები, შესაძლოა, უკანასკნელი შანსი იყოს ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღწევად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში