აშშ და სამხრეთ კორეა სამხედრო წვრთნებს აანონსებენ

12 აგვისტო 2024, 14:10 319 ნახვა

შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა აგვისტოს ბოლოს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს აანონსებენ. მიზანი  ალიანსის გაერთიანებული თავდაცვის პოზიციის გაძლიერებაა - განაცხადეს ვაშინგტონისა და სეულის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.

წვრთნები, სახელწოდებით "ულჩის თავისუფლების ფარი", ჩატარდება 19-დან 29 აგვისტომდე და ისეთი რეალისტურ საფრთხეებს ასახავს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მზარდი სარაკეტო საფრთხე, გლობალური პოზიციონირების სისტემის ჩახშობა, კიბერშეტევები და შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად მიღებული ბოლოდროინდელი გაკვეთილები - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა პრესკონფერენციაზე.

ჩრდილოეთ კორეა დიდი ხანია გმობს შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ერთობლივ წვრთნებს, როგორც მის ქვეყნაზე თავდასხმის რეპეტიციას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი