გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია

09 აგვისტო 2024, 21:27 373 ნახვა

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125) ზედიზედ მეორედ ოლიმპიადის ფინალში იჭიდავებს. ნახევარფინალში მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს ანგარიშით 7:0 სძლია და  10 აგვისტოს ოლიმპიადის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს შეხვდება.

გენო პეტრიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის ანგარიშით 11:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი პოლონელი რობერტ ბარანი ანგარიშით 9:2 დაამარცხა. 

გენო პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია. სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის, ევროპის ჩემპიონატის 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი