ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა

08 აგვისტო 2024, 13:35 421 ნახვა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამომსვლელი ლაშა გობაძე რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ჩეჩენ ბისულტანოვთან დამარცხდა და ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შეჯიბრებაზე გამომსვლელი რამაზ ზოიძე პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ისიც უმედლოდ დარჩა. მანამდე კი 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა. საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრები ოლიმპიადაზე სამი მოჭიდავით იყო წარმოდგენილი და სამივე უმედლოდ დარჩა. დღესვე დაიწყო შეჯიბრება თავისუფალ ჭიდაობაში.

პირვეილ ხალიჩაზე ვლადიმერ გამყრელიძე გავიდა, თუმცა მერვედფინალში უზბეკ მოჭიდავესთან 1:5 დამარცხდა.

გამყრელიძე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ბრინჯაოსთვის ბრძოლის გაგრძელებას, თუ უზბეკი ფინალში გავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი