საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, დღეს, გუნდურ პირველობაზე იასპარეზებს

03 აგვისტო 2024, 10:02 465 ნახვა

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობის შემდეგ, დღეს, ძიუდოში გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი იასპარეზებს.

დისკვალიფიცირებულ გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე ჩაანაცვლებს.

ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულეს.

შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობას 19 ქვეყნის ნაკრები მიიღებს, რომელთა შორის, პირველად ისტორიაში, საქართველოც იქნება. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე იტალიასა და უნგრეთს შორის გამარჯვებული იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი

-90 კგ ლაშა ბექაური

+90 კგ ილია სულამანიძე

-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი

-70 კგ ეთერ ასკილაშვილი

+70 კგ სოფიო სომხიშვილი

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი