პაატა ღუდუშაურმა “დინამო” ბათუმი დატოვა და კარიერას ისრაელის ჩემპიონატში, “ბნეი სახნინში” გააგრძელებს.
27 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი “დინამომ” უკვე დაადასტურა. ღუდუშაური კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს.
პაატამ “დინამოს” მაისურით 72 მატჩში, 19 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ღუდუშაური სხვადასხვა დროს “ვიტ ჯორგიაში” და გორის “დილაში” ასპარეზობდა.