ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალში იჭიდავებს

30 ივლისი 2024, 18:43 419 ნახვა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ფინალში იჭიდავებს.

24 წლის ქართველმა ფინალში გასასვლელად სამხრეთკორეელ ჯონ ჰვან ლის დამატებით დროში ვაზარით სძლია და ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალში ტატოს მეტოქე იაპონელი ტაკანორი ნაგასე იქნება.

დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი მეორე ქართველი – ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი, ეთერ ასკილაშვილი (63კგ) პირველ შეხვედრაში სლოვენიელ ანდრეა ლესკისთან იპონით დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

შეგახენებთ, რომ პარიზში საქართველო ნაკრები დღემდე მედლის გარეშე გახლდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი