ევროტურნირებზე ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია 

23 ივლისი 2024, 09:41 422 ნახვა

უეფას შტაბ-ბინაში ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. სამი ქართული კლუბი კონფერენსლიგაში აგრძელებს ასპარეზობას და ცნობილია სავარაუდო მეტოქეები, რომელთაც ისინი მეორე ეტაპზე წარმატების შემთხვევაში დაუპირისპირდებიან. ბათუმის "დინამო" თუ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს "დეჩიჩის" ძლევას მოახერხებს, ფინურ ჰიკ-ს შეხვდება.

ქუთაისი "ტორპედო" კვიპროსული "ომონიას" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მესამე ეტაპზე აზერბაიჯანის "სუმგაითსა" და უნგრულ "ფეჰერვარს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ხოლო "იბერია 1999", რომელიც მეორე ეტაპიდან ერთვება გათამაშებაში, "პარტიზანისთან" გამარჯვების შემთხვევაში, "ბაშაქშეჰირსა" და სან-მარინოს "ლა ფიორიტას" შორის საუკეთესოს ეთამაშება.

კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 აგვისტოს ჩატარდება. 26 ივლისს კი დაზუსტდება, ვინ იქნება მასპინძელი და ვინ სტუმარი ამ ეტაპის შეხვედრებში.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი