გიორგი მიქაუტაძე ფრანგული ''ლიონის'' ფეხბურთელია

18 ივლისი 2024, 20:39 429 ნახვა
 

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ფრანგული ''ლიონის'' ფეხბურთელია. საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონმა მიქაუტაძესთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.

მის სანაცვლოდ კი ''მეცს'' 18.5 მილიონი ევრო გადაუხადეს, რასაც ბონუსად შეიძლება 4.5 მილიონი ევროც დაემატოს. გარდა ამისა, ''მეცს'' მომდევნო ტრანსფერიდან 15% ერგება.

18.5 მილიონი ევრო სარეკორდო ფასია, რომელიც ქართველ ფეხბურთელში გადაუხდიათ. გიორგი სწორედ ლიონშია დაბადებული და ამ კლუბის აკადემიაში 15 წლამდე თამაშობდა.

შეგახსენებთ ,რომ გიორგიმ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ოთხ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ერთხელ საგოლე პასიც გააკეთა, რითაც ტურნირის თანაბომბარდირი გახდა და ოქროს ბუციც დაიმსახურა.

გასულ სეზონში ''ლიონი'' ლიგა 1-ში მეექვსე ადგილზე გავიდა და ევროპისლიგაზე ითამაშებს. ''ლიონის'' შეტევაში მიქაუტაძეს კონკურენცია ალეკსანდერ ლაკაზეტთან, გიფტ ორბანთან და ამინ სართან მოუწევს.

საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში ''ლიონი'' 18 აგვისტოს გასვლაზე ''რენს'' ეთამაშება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში