ჯო ბაიდენი ფერადკანიან ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ის ყველაფერს იღონებს 5 ნოემბერს ხელახალი არჩევისთვის

17 ივლისი 2024, 11:02 356 ნახვა

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფერადკანიან ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ის ყველაფერს იღონებს 5 ნოემბერს ხელახალი არჩევისთვის და რესპუბლიკელი კონკურენტის მკვლელობის მცდელობის შემდეგ გამართულ მის პირველ პოლიტიკურ გამოსვლაში დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. „კიდევ ოთხი წელი“ - ამ შეძახილებით მიესალმა შეკრებილი საზოგადოება ბაიდენს, რომელიც ლას ვეგასში ფერადკანიანი მოსახლეობის განვითარების ასოციაციის ყოველწლიურ ყრილობაზე გამოვიდა.

ბაიდენის თქმით,  მადლიერია, რომ ტრამპი სერიოზულად არ დაშავებულა შაბათს პენსილვანიაში გამართულ  მიტინგზე სროლის დროს, თუმცა მკვეთრად გააკრიტიკა მისი პოლიტიკა  სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მისი ეკონომიკის მართვა კოროვირუსული პანდემიის დროს.  ფერადკანიანთა უმუშევრობამ რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის პირობებში - განაცხადა ბაიდენმა.

ფერადკანიანთა განვითარების ეროვნული ასოციაცია, აშშ-ის უძველესი და უდიდესი სამოქალაქო უფლებების ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველთა ძირითად ოლქს წარმოადგენს. ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ამ არჩევნებში ფერადკანიან მოსახლეობაში ბაიდენის  მხარდაჭერა მცირდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში