სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად რაიონებში საპარლამენტო არჩვენები გაიმართა

15 ივლისი 2024, 19:52 339 ნახვა

სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად რაიონებში საპარლამენტო არჩვენები გაიმართა. კენჭისყრას პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფები ფარსად აფასებენ. ამომრჩევლები  პარლამენტის 250 დეპუტატს ირჩევენ, რომელსაც სირიის საპრეზიდენტო სისტემაში  რეალური ძალა არ აქვს და სადაც ადგილების ორ მესამედს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ბაასის პარტიის წევრები ფლობენ.

დეპუტატის მანდატისთვის 1500 კანდიდატი იბრძვის. სირიის სამოქალაქო ომის დაწყებიდან 13 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ასადის მთავრობა აკონტროლებს სირიის უმეტეს ნაწილს მას შემდეგ, რაც ირანი და რუსეთი დაეხმარნენ მას მეამბოხეთა დამარცხებაში. ქვეყნის ეკონომიკა კვლავ მძიმე მდგომარეობაშია მაღალი ინფლაციისა და მცირე უცხოური ინვესტიციების, დასავლეთის სანქციებისა და გაეროს ეგიდით ჩიხში შესული პროცესის ფონზე, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოძებნას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში