საქართველოს სუპერთასი ქუთაისის „ტორპედომ“ მოიგო 

04 ივლისი 2024, 10:02 457 ნახვა

ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს სუპერთასისთვის გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის "დინამო" 2:1 დაამარცხა. "ტორპედომ" არსებობის ისტორიაში მესამედ მოიგო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, კლუბის შოტლანდიელმა დამრიგებელმა სტივ კინმა კი პირველი ქართული ტიტული მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბათუმის „დინამომ“ „იბერია 1999“ 3:2 დაამარცხა. ქართული კლუბები სულ მალე ევროთასებზე იასპარეზებენ.“ტორპედო” 11 ივლისს, ალბანურ “ტირანას” უმასპინძლებს, ხოლო ერთი კვირის მერე სტუმრად დაუპირისპირდება. “დინამო თბილისს” იმავე დღეებში “მორნართან” ელოდება ორი მატჩი.

„დინამო ბათუმს“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ელოდება ორი მატჩი 10-17 ივლისს „ლუდოგორეცთან“, ჯერ ბულგარეთში და მერე ბათუმში.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი