ევროკავშირის წამყვან თანამდებობებზე  კანდიდატები შეათანხმეს

26 ივნისი 2024, 15:06 367 ნახვა

ევროკავშირის პოლიტიკური ჯგუფები ევროკავშირის წამყვან თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატების შესახებ შეთანხმდნენ.

ევროკომისიას მეორე ვადით კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტად კი პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა იქნება დასახელებული.

ამ კანდიდატურებს ოფიციალურად 27 ივნისს ევროკავშირის სამიტზე დაამტკიცებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში