მაკრონი ულტრამემარჯვენეებსა და ულტრამემარცხენეებს აკრიტიკებს

25 ივნისი 2024, 13:50 313 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში არსებული ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ პარტიების რიტორიკა საზოგადოებაში განხეთქილების გაღრმავების საფრთხეს ქმნის, რამაც შესაძლოა, სამოქალაქო ომი გამოიწვიოს.

მაკრონის აზრით, რელიგიასა და ეთნიკურობაზე ულტრამემარჯვენეების აქცენტი იწვევს განხეთქილებას ხალხში, რაც სახიფათოა.

რაც შეეხება ულტრამემარცხენეებს, საფრანგეთის ლიდერი ამბობს, რომ ისინი ხალხს კომუნიტარიზმის ფორმას სთავაზობენ, რომლის უკანაც ასევე არის სამოქალაქო ომი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში