ბაქოში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა

24 ივნისი 2024, 13:26 232 ნახვა

ბაქოში ძებნილი პირის დაკავებისას, სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. სროლის შედეგად დაიღუპა 3 აზერბაიჯანელი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ლიკვიდირებულია თავდამსხმელიც. ინფორმაციას აზერბაიჯანის შსს და გენერალური პროკურატურა ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსროლელი აზერბაიჯანის მოქალაქე როვშან ალავერდიევია, რომელიც მანამდე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.

ძებნილმა პირმა სამართალდამცველებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა  და სროლის დროს დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი