დაღესტანში გლოვის დღეა გამოცხადებული

24 ივნისი 2024, 09:40 328 ნახვა

დაღესტნის ორ ქალაქში, სადაც შეიარაღებულმა პირებმა  თავდასხმები განახორციელეს, რუსეთის შეიარაღებული ძალებია მობილიზებული. რუსეთის ოფიციალური პირებისა და მედიის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს დედაქალაქ მახაჩკალის მართლმადიდებლურ ეკლესიას და ქალაქ დერბენტში მდებარე სინაგოგასა და პოლიციის განყოფილებას. დაიღუპა 15 პოლიციელი.

დაღესტნის რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის ასევე რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე.

სამართალდამცველებმა ექვსი შეიარაღებული თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.

ქალაქ მახაჩკალასა და დერბენტში ერთდროული თავდასხმები მოხდა სამი თვის შემდეგ, რაც 145 ადამიანი დაიღუპა მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის შედეგად. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ  აიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში