საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

20 ივნისი 2024, 10:10 380 ნახვა

ბერძენი მეხანძრე-მაშველები და თვითმფრინავები ებრძვიან ხანძარს ათენის სამხრეთით 30 კილომეტრის მოშორებით მდებარე  ქალაქ კოროპში, სადაც ძლიერი ქარის შედეგად სწრაფად ვრცელდება ცეცხლი. 

ათენის გარეუბანთან დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერდა. ხანძარმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები,  ცეცხლი მოედო გამხმარ ბალახსა და ზეთისხილის ველებს.

ხელისუფლებამ ორი ახლომდებარე სოფლის ევაკუაცია მოახდინა. დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში