იტალიის სანაპიროებთან მიგრანტების ორი ნავი ჩაიძირა

18 ივნისი 2024, 09:09 364 ნახვა

11 მიგრანტი  დაიღუპა და 60-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მათ შორის 26 ბავშვი, ორი გემის ჩაძირვის შედეგად იტალიის სამხრეთ სანაპიროებთან.

გერმანულმა ჰუმანიტარულმა ჯგუფმა რესქშიფმა, რომელიც სამაშველო ნავს ნედირს მართავს, ხის ნავიდან 51 ადამიანი გადაარჩინა, მათ შორის ორი უგონო მდგომარეობაში იყო და 10 ცხედარი იპოვა.

მეორე გემი იტალიის კალაბრიის რეგიონის აღმოსავლეთით დაახლოებით 200 კმ-ის მოშორებით ჩაიძირა. იგი თურქეთიდან გამოვიდა, შუა ზღვაში მას ცეცხლი გაუჩნდა და ამობრუნდა.

64 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო 11 იტალიის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი