კრემლი უკრაინის მშვიდობის გლობალურ სამიტს გამოეხმაურა

17 ივნისი 2024, 13:32 388 ნახვა

უკრაინის ომთან დაკავშირებით შვეიცარიის მიერ ორგანიზებულმა   კონფერენციამ უმნიშვნელო შედეგი გამოიღო და  რუსეთის გარეშე მოლაპარაკებების გამართვის უშედეგობა აჩვენა. ამის შესახებ კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრის შედეგები "ნულთან არის მიახლოებული". 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთს ომის დასრულების სურვილი აქვს, მაგრამ  უკრაინას პირობებს უყენებს.

კიევმა უარი  უნდა თქვას ნატო-ზე  და ჯარები უნდა გაიყვანოს ოთხი რეგიონიდან, რომლებზეც რუსეთს პრეტენზია აქვს. უკრაინამ უარყო პუტინის ულტიმატუმი და მას  კაპიტულაციის ტოლფასი უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში