ბათუმელი მოკრივეების წარმატება

13 ივნისი 2024, 11:46 538 ნახვა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სკოლის მოსწავლე მოკრივეთა შორის წარმატებით იასპარეზეს ბათუმის კრივის აკადემიის მებრძოლებმა მათე დუმბაძემ და დიმიტრი ბერაიამ.

დუმბაძემ 42 კილოგრამ წონით კატეგორიაში იბრძოლა და ჩემპიონი გახდა, 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა მათე დუმბაძემ, რომელმაც ასევე ოქროს მედალი მოიპოვა.

ბათუმელი მოკრივეები ბათუმში აგრძელებენ მზადებას, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებთან ერთად საწვრთნელ შეკრებას გაივლიან და ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან, რომელიც აგვისტოში იტალიაში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი