ჰესბოლამ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვა

12 ივნისი 2024, 14:20 352 ნახვა

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლეს.  ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების ნაწილი მოიგერია, ნაწილი კი ისრაელის მერონის რაიონში ჩავარდა.

მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში რაკეტების გამშვები სისტემები დაბომბა, როლის შედეგად  ჰესბოლას საველე მეთაური და სამი მებრძოლი დაიღუპა.

საპასუხოდ, ჰეზბოლამ სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის სიმაღლეებზე 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა. ეს არის ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა, რომელიც ომის დროს ლიბანიდან განხორციელდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი