შოლცი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა

06 ივნისი 2024, 13:55 435 ნახვა

გერმანიის კანცლერმა გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთიდან  განხორციელებული თავდასხმებისგან თავის დასაცავად.

შოლცმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნები გააფრთხილა, რომ კიევისთვის რუსეთის ტერიტორიაზე უფრო მძლავრი იარაღით თავდასხმის უფლების მიცემა, სერიოზულ ესკალაციას გამოიწვევს, რომელიც დასავლეთს რუსეთთან ომისკენ უბიძგებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში