ისრაელმა ღაზის ერთ-ერთ სკოლაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის მტკიცებით, შენობაში ჰამასის სამეთაური პუნქტი იყო განთავსებული და დარტყმის შედეგად დაიღუპნენ ის ბოევიკები, რომლებიც მონაწილეობდნენ 7 ოქტომბრის სისხლიან თავდასხმაში, რასაც რვათვიანი ომი მოჰყვა.
ღაზის სექტორის მედია კი საპირისპიროს ამტკიცებს. ისრაელის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 27 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებმაც სკოლის შენობაში თავშესაფარი იპოვეს.