წარმატებით იასპარეზეს ზედიზედ ორ საერთაშორისო ტურნირზე იუნიორთა შორის ვაჟა თურმანიძის კიკბოქსინგის აკადემიის მებრძოლებმა. ერევანში გამართულ საჩემპიონო ქამრებისთვის ბრძოლაში აკადემიის ხუთმა მებრძოლმა მოახერხა ქამრების მოპოვება, სამი კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. ერევნის შემდეგ ვაჟა თურმანიძის შეგირდებმა საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზეს, სადაც სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორიც ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ფრიდონ ჩხარტიშვილმა, რომელიც ოზურგეთის წარმომადგენელია, თუმცა ვაჟა თურმანიძესთან ვარჯიშობს. აქვე გეტყვით, რომ 15-16 ივნისს ბათუმის სპორტის სასახლე კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს გარდა თურქეთის, სომხეთის და ირანის წარმომადგენლები იასპარეზებენ, სექტემბერში კი ჩვენი მებრძოლები ლატვიაში გაემგზავრებიან, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე იბრძოლებენ.