მექსიკას პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება

03 ივნისი 2024, 09:51 414 ნახვა

მექსიკაში საყოველთაო არჩევნები განსაკუთრებული ძალადობის ფონზე ჩატარდა. ქალაქ  ტლაპანალაში საარჩევნო უბნიდან  500-მდე ბიულეტენის მოპარვისას  პოლიციასა და შეიარაღებულ ჯგუფს შორის სროლის დროს ერთი ქალი დაიღუპა.  ქალაქში ამომრჩევლებმა ბიულეტენების არქონის გამო ხმის მიცემა ვერ შეძლეს.

ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ხელისუფლებას  მოუწოდა პატივი სცეს მექსიკელი ხალხის ხმებს.

გუშინ ჩატარებული არჩევნები ყველაზე მასშტაბური იყო მექსიკის ისტორიაში, ამომრჩევლები ადგილობრივ საკრებულოებში 20 ათასამდე კანდიდატს  უყრიდნენ კენჭს.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს  37 კანდიდატი მოკლეს,  რაც ყველაზე სასტიკი საარჩევნო კამპანია იყო ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.

მედიასაშუალებებმა და მმართველმა პარტიამ კლაუდია შეიბაუმი მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად კვირას საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოაცხადეს. იგი ორგანიზებული დანაშაულის  წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში