პაკისტანში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

03 ივნისი 2024, 09:50 218 ნახვა

ყარაჩის ქუჩებში პალესტინელების მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი, მათ შორის პაკისტანის ისლამური პოლიტიკური პარტიის ჯამაათ-ისლამიას წევრები გამოვიდნენ. საპროტესტო მსვლელობა, რომელსაც "ღაზის მილიონიანი მარში" უწოდეს, ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებების დასაგმობად გაიმართა. 

მომიტინგეებს ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ. ისინი  ისრაელისგან ღაზიდან მისი ჯარების გაყვანას  და  მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსგან მკაცრ გადაწყვეტილებას მოითხოვდნენ.

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად სექტორის  დიდი ნაწილი მიწასთან არის გასწორებული. 

ისრაელის საჰაერო და სახმელეთო თავდასხმების შედეგად 36 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში