საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში

30 მაისი 2024, 19:53 520 ნახვა

თბილისში გამართულ საქართველოს ახლგაზრდულ ჩემპიონატზე მაგიდის ჩოგბურთში წარმატებით იასპარეზეს აჭარის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის სპორტსმენებმა. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ტურნირის ჩემპიონები გახდნენ მურად ბერიძე, მარიამ გიორგაძე და ანრი ავჯიშვილი.

ოქროს მედლების გარდა ბათუმელმა სპორტსმენებმა ერთეულთა თანრიგში ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვაჟ წყვილთა შორის მესამე საპრიზო ადგილზე ანრი მელაძისა და ანრი ავჯიშვილის წყვილი გავიდა.

კადეტ გოგონათა შორის მარიამ გიორგაძისა და ლანა მელაძის დუეტმა მესამე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე გავიდა ახალგზრდებს შორის ანა მელაძისა და დიანა აბულაძის წყვილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი