ნაუსედა ლიეტუვის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

27 მაისი 2024, 09:50 408 ნახვა

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ  კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.

საარჩევნო უბნების თითქმის 90%-ის ბიულეტენების დათვლის შედეგად, 60 წლის ნაუსედამ ხმების 74,43% მიიღო, ხოლო არჩევნების მეორე ტურში მისმა კონკურენტმა, პრემიერ-მინისტრმა ინგრიდ შიმონიტემ ხმების მხოლოდ 24,06% მოპოვება შეძლო.  ამომრჩეველთა აქტივობამ 49,61% შეადგინა.

თუ ეს შედეგები საბოლოოდ დადასტურდება, მეორე ვადით არჩევნებში ნაუსედას მხარდაჭერა ყველაზე მაღალი იქნება ქვეყანაში მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირს  1991 წელს გამოეყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში