ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადება რაფაჰზე მიტანილი იერიშის შესახებ

27 მაისი 2024, 09:48 393 ნახვა

ღაზის ქალაქ რაფაზე ისრაელის საჰაერო  დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელმა  წერტილოვანი  დარტყმა განახორციელა ჰამასის კომპლექსზე ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაში.

"ისრაელის  საჰაერო ძალების  თვითმფრინავმა დაარტყა ჰამასის შენობას რაფაში, რომელშიც მოქმედებდნენ ჰამასის ტერორისტები. დარტყმა განხორციელდა ლეგიტიმური სამიზნეების წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ზუსტი საბრძოლო მასალის გამოყენებით და ზუსტი დაზვერვის საფუძველზე, რომელიც მიუთითებდა ჰამასის მიერ ამ ტერიტორიის გამოყენებაზე.

ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზის სექტორში, რაფაჰში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელმა იძულებით გადაადგილებული პალესტინელების ბანაკზე საჰაერო იერიში მიიტანა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში