ვაჟა მარგველაშვილმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

21 მაისი 2024, 10:16 360 ნახვა

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფინალურ ბლოკში ქართველმა იტალიელი მატეო პირასი იპონით დაამარცხა და ჩვენს ნაკრებს შეჯიბრზე მეორე მედალი მოუტანა. იმავე დღეს ტურნირზე გამომსვლელი სამი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი და ნინო ლოლაძე მსოფლიო პირველობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

დღეს მედლები ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება, 81 კილოგრამში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე იჭიდავებენ, 63-ში კი მედლისთვის ეთერ ასკილაშვილი იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ პლანეტის ჩემპიონატის პირველ დღეს 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი