მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში 

20 მაისი 2024, 09:33 444 ნახვა

აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი გახდა. დღეს ტატამიზე ოთხი ქართველი გავა.

66 კილოგრამში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი, 73-ში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი იასპარეზებენ.

ქალთა შორის კი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტი ნინო ლოლაძე იჭიდავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი