ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტი უკრაინის დახმარებაზე მსჯელობს

16 მაისი 2024, 13:59 478 ნახვა

უკრაინისთვის "მეტი დახმარება გზაშია" - განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის უფროსმა რობ ბაუერმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე.

დღეს  ნატოს სამხედრო კომიტეტი შეიკრიბა, რათა განიხილოს თავდაცვის გეგმების განხორციელება, ლოგისტიკა, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, თავდაცვის მრეწველობის შესაძლებლობები და სოციალური გამძლეობა, სანამ ხარკოვის რეგიონში ვითარება უარესდება. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა  შეხვედრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის  გამო სლოვაკეთს სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში