მოსკოვის მორიგი მუქარა ვაშინგტონის მიმართ

15 მაისი 2024, 14:03 459 ნახვა

რუსეთი აშშ-ს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გამო ემუქრება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსული ძალები გაანადგურებენ უკრაინისთვის მიწოდებულ აშშ-ს სამხედრო აღჭურვილობას.

„არცერთი სამხედრო ტექნიკა არ გადაარჩენს ზელენსკის რეჟიმს კოლაფსისგან. უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო ტექნიკა განადგურდება“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში