საპროტესტო აქცია თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე გრძელდება. დემონსტრანტების ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება, ნაწილი გმირთა მოედანზე იმყოფება.
აქციის მონაწილეების კიდევ ერთი ნაწილი ვაკეში მსვლელობას მართავს, ისინი პარლამენტისკენ მიემართებიან.
რაც შეეხება საავტომობილო
მოძრაობას, ამ დროისთვის გმირთა მოედანზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
ორგანიზატორები აქციის გაგრძელების კონკრეტულ გეგმებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.