აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ორგანიზაციის დამფუძნებელს შეხვდა

23 ოქტომბერი 2025, 11:26 155 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ორგანიზაციის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, გრემ კუკს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აჭარის ტურისტულ პოტენციალზე, ტურიზმის სექტორში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ასევე, განიხილეს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე რეგიონის კიდევ უფრო წარმოჩენის შესაძლებლობები.

სულხან თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა გრემ კუკს ბათუმის პოპულარიზაციისა და რეგიონში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ აჭარაში მიმდინარეობს არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რაც აძლიერებს აჭარის პოზიციებს როგორც ტურისტული, ასევე, საინვესტიციო მიმართულებით.

ოფიციალურ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე.
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე