მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

23 ოქტომბერი 2025, 10:24 150 ნახვა

მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. 

დაჯილდოების ცერემონია იტალიაში გაიმართა. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ქალაქები, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ტალინი

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, მთავრობის სხვა წევრები და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე ესწრებოდნენ. სულხან თამაზაშვილის თქმით, ტურიზმის სფეროს განვითარება მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

„ჩვენი ქალაქის ეს მნიშვნელოვანი აღიარება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ტურიზმის სფეროს განვითარება და მხარდაჭერა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ტურიზმი არა მხოლოდ ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობა, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურული იდენტობის წარმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა.
ჩვენი ისტორია, ტრადიციები და ღირებულებები განსაკუთრებულს ხდის ჩვენს ქვეყანას. მჯერა, რომ ამ ფასეულობების შენარჩუნებასთან ერთად, შევძლებთ რეგიონის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე და ზოგადად ქვეყნის შესაძლებლობების წარმოჩენაზე დადებითად აისახება,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე