გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ავსტრიის წამყვან ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამუშაო პროცესს გაეცნენ

22 ოქტომბერი 2025, 16:04 144 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველო: კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა ჰიდრომეტეოროლოგიური, კლიმატური და ადრეული გაფრთხილების შესაძლებლობებისა და სერვისების გაძლიერების გზით" ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის მიზანს სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ავსტრიის წამყვან ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურებთან გრძელვადიანი ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, სპეციალისტები ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების თანამედროვე ინფრასტრუქტურას, წყლის ხარჯის გაზომვისა და მონაცემთა მართვის სისტემებს, ასევე, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პროგნოზირების სისტემების და მრავლობითი საფრთხის ზეგავლენაზე დაფუძნებული სერვისების მუშაობის პროცესს გაეცნენ.

სასწავლო ვიზიტი ხელს შეუწყობს შესაბამისი დარგის  სპეციალისტების ცოდნის გაღრმავებას, თანამედროვე, ევროპული გამოცდილების გაზიარებას, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და კადრების უწყვეტ პროფესიულ ზრდას.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე