Air China თბილისსა და პეკინს შორის საჰაერო მიმოსვლას იწყებს

14 ნოემბერი 2025, 17:48 139 ნახვა

უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს.

პეკინსა და თბილისს შორის ფრენები 2 დეკემბრიდან ქალაქ ურუმჩის გავლით კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.

ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა დღეს მიენიჭა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის დედაქალაქთან პირდაპირი მიმოსვლის დაწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგია, რომლის ფარგლებში, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, განხილული იყო სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება.

უწყების ინფორმაციით, ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება დადებითად აისახება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე