ქობულეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

05 დეკემბერი 2025, 17:29 133 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა -ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ბობოყვათი-ხინიკაძეები-მახარაძეები-ჯაბნიძეები-დაგვას მიმართულებით, 2,2 კმ საავტომობილო გზაზე, ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო.
აშენდა ბეტონის საყრდენი კედლები და გაბიონები. ასევე, სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა განხორციელდა.

რეაბილიტირებული გზა ორ ადმინისტრაციულ ერთეულს-დაგვასა და ბობოყვათს აკავშირებს. განახლებული გზით 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები ისარგებლებს.

დასრულებულ სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ზაალ მიქელაძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად გაეცნო",-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში