"გმირის დღე" - ასე ჰქვია იმ პროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი საპარლამენტო კომისიის ინიციატივით ტარდება. პროექტს ქობულეთის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
პროექტის მიზანია ქართველი გმირების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ისტორიული მეხსიერების დაცვა და პოპულარიზაცია; ბავშვებსა და მოზარდებში ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება; სკოლის პროგრამის მიღმა ისტორიისადმი ინტერესის ზრდას უწყობს ხელს.
ღონისძიებას ქობულეთის მერიის, საკრებულოს წევრები და საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები ესწრებოდნენ.
