ბათუმში ,,სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების'' მე-14 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებაში 80-მდე ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს.
გამოფენის ფარგლებში, კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა ახალი კონტაქტების მოძიების, ასევე ფორმატით გათვალისწინებულია ორმხრივი შეხვედრები და შესაბამისად გამოცდილების გაზიარება.
გამოფენა ბათუმში 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მისი ორგანიზატორი კი საგამოფენო კომპანია Expo Batumi-ია.
