ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში გამართული ოფიციალური ვიზიტის შეაფასა და განაცხადა, რომ ვიზიტი მიზნად ისახავდა თურქეთის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რევაზ სოხაძემ შეხვედრები გამართა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ასევე, თურქეთის მაგისტრალური გზების მთავარი დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან.
ქართული დელეგაცია ადგილზე გაეცნო მაგისტრალური გზების მიმდინარე მშენებლობასა და სტრატეგიულ პროექტებს.