ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში პეპი გრძელიწინდას 80 წლის იუბილე აღნიშნეს

14 ნოემბერი 2025, 19:56 569 ნახვა

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში პეპი გრძელიწინდას 80 წლის იუბილე აღნიშნეს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფორმატში მოისმინეს ინფორმაცია ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ასევე „პეპი გრძელიწინდას“ შექმნის ისტორია.

პროგრამის ფარგლებში გაიმართა კოსტუმირებული პერფომანსი, ასევე, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პერსონაჟების დიალოგები და მუსიკალური ნომრები.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში